1. პროექტის სახელი : საკოორდინატო სიბრტყე
*პრობლემა: სად და როგორ გამოიყენება საკოორდინატო სიბრტყე?
*მნიშვნელობა აქტუალობა: ადგილმდებარეობის განსაზღვრა სიბრტყეზე.
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოკლე ინფორმაცია სიბრტყეზე და კოორდინატებზე, გამოყენების სფეროები, მისი აღმოჩენის ისტორია.
3. პროექტის სრული აღწერა: კლასი იყოფა ოთხ ჯგუფად. პირველ ჯგუფს ევალება, მოძებნოს ინფორმაცია საკოორდინატო სიბრტყის შესახებ ( ვინ და როდის შექმნა ის) და როდის აღინიშნება მათემატიკის დაბადების დღე. მეორე ჯგუფმა უნდა მოიყვანოს თამაშების მაგალითები, რომლებშიც გამოიყენება საკოორდინატო სიბრტყის მეთოდი და უნდა მოძებნოს ინფორმაცია, როდის შეიქმნენ ეს თამაშები. მესამე ჯგუფმა უნდა ააგოს თანავარსკვლავედები მოცემული წერტილების კოორდინატების მიხედვით. მეოთხე ჯგუფს ეძლევა დავალება, რომ პოლიტიკურ რუქაზე მოძებნოს გაერო-ში შემავალი ქვეყნების დედაქალაქების კოორდინატები. ბავშვები მოპოვებულ ინფორმაციას წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით: MICROSOFT OFFICE WORD-ისა და MICROSOFT OFFICE POWERPOINT-ის გამოყენებით.
4. მონაწილეთა ასაკი:13-14წ
5. ვადები და ხანგრძლივობა-3 კვირა
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა, მასალის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაცია, ესეების დაწერა.
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები: გაათვიცნობიერებენ საკოორდინატო სიბრტყეს, შექმნიან საკოორდინატო სიბრტყეზე ადგილმდებარეობის განმსაზღვრელ ნახატებს
8. სამუშაო ენა: ქართული და რუსული
9. კავშირი საგნებთან ( ე.ს.გ): ისტორია, გეოგრაფია,მათემატიკა. VII.10.1 მოსწავლე აგებს დასმული ამოცანის შესაბამის ნახაზს და ადეკვატურად იყენებს ასოით აღნიშვნებს. VII.10.2 აღწერს გეომეტრიულ ობიექტთა მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებეს ან ობიექტთა ურთიერთმდებარეობას შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით. VII.12.1 მოსწავლე ორიენტირებს რუქაზე ან საკოორდინატო სიბრტყეზე კოორდინატების გამოყენებით.
10. პროექტის იდეის ავტორი : ინგა გიულბაზიანი
11. ავტორის ელ–ფოსტა: omarovnainga@gmail.com